ვულოცავ გამარჯვებას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს - მოუთმენლად ველოდები მასთან თანამშრომლობას ორმხრივი ურთიერთობებისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გასაძლიერებლად,- ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა და და “რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
როგორც რინკევიჩსი წერს, “ლატვია არის და იქნება აშშ-ის სანდო პარტნიორი“.
“ვულოცავ გამარჯვებას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ველით თქვენთან მუშაობას ორმხრივი ურთიერთობებისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გასაძლიერებლად. ევროპას სჭირდება ძლიერი აშშ და აშშ-ს სჭირდება ძლიერი ევროპა. ლატვია არის და იქნება აშშ-ის ძლიერი და საიმედო პარტნიორი“,- წერს რინკევიჩსი.
წინასწარი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ტრამპმა გამარჯვება უკვე იზეიმა და ფლორიდაში მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press